20 ივნისი 2026,   00:01
ვრცლად
აშშ-ში, მოქალაქეებმა ცაზე უჩვეულო სპირალური ნათება შენიშნეს - ექსპერტმა ნათების მიზეზი განმარტა

აშშ-ში, მოქალაქეები, რომლებიც "პერსეიდის მეტეორების წვიმას" აკვირდებოდნენ, უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ღამით, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ცაზე სპირალური ნათება გამოჩნდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

უჩვეულო შოუ, რომელიც ცაზე მოძრავ სპირალურ ნათებას ქმნიდა, რამდენიმე რაკეტის გაშვების შემდეგ დაიწყო.

მედიის ცნობით, ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები რამდენიმე შტატში გავრცელდა, მათ შორის, მერილენდში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ტენესის შტატში, ილინოისში, ოჰაიოსა და ნებრასკაში.

"სპირალური შუქები თითქოს "არსაიდან მოდიოდა“, - განუცხადა ABC News-ს ბლეიკ ბრაუნმა, რომელიც უჩვეულო სანახაობას ილინოისის შტატის, ქალაქ ალგონკუინში შეესწრო, როდესაც მეტეორების წვიმას აკვირდებოდა.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსის, ჯონათან კ. მაკდაუელის თქმით, სპირალური შუქები, სავარაუდოდ, რაკეტა Ariane 6-ის გაშვებას უკავშირდება და სპირალების წარმოქმნა, სავარაუდოდ, რაკეტის ზედა საფეხურის ჩამოვარდნის შედეგი იყო.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, Ariane 6-ის რაკეტას, რომლის სიმაღლე დაახლოებით 59 მეტრია, შეუძლია როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ტვირთის ორბიტაზე გაშვება, მათ შორის, დედამიწის დაკვირვების, ტელეკომუნიკაციების, მეტეოროლოგიის, მეცნიერებისა და ნავიგაციის სფეროებში.

დღის ამბები