"ქართული ოცნების" წევრები ჩინელი დიპლომატის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოპონენტების მხრიდან დაწყებულ კამპანიასა და მედიასაშუალებების ნაწილში გამოქვეყნებულ სტატიას, მანიპულაციას უწოდებენ. "ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც "ოცნების" დელეგაციებს მასპინძლობდა" - ამ სათაურით სტატია "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა. სათაურს მიღმა მმართველი პარტია ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ლიდერების დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს, რომლის მიზანი მთავრობის რეპუტაციის ხელოვნურად შელახვაა.
ლუი ჩინძაო მაღალი რანგის დიპლომატია, ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 3 წელი იკავებდა. ამ დროის განმავლობაში 20 მეტ სახელმწიფოს სტუმრობდა და 160 ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს შეხვდა. ენტონი ბლინკენი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ტონი ბლერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპელი მაღალჩინოსნები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვრცელი სიის, ვისაც ჩინელი დიპლომატი შეხვედრია. მათ შორის 2024 წელს, ჩინეთში ვიზიტის დროს, ლუი ჩინ ძაომ ირაკლი კობახიძეს და ქართულ დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
მიმდინარე წელს შეხვედრა შედგა ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც. პარლამენტის ვიცე სპიკერი, რომელიც თავადაც იმყოფებოდა ჩინეთში აცხადებს, რომ მედიის ნაწილი საზოგადოებაში უსაფუძვლო ეჭვების გაჩენას ცდილობს.
მაღალი რანგის შეხვედრებისა და დიპლომატიური გამოცდილების ფონზე 61 წლის ლუი ძინ ჩაოს ჩინეთის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრადაც განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას ათობით სახელმწიფოს პირველ პირთან ჰქონია შეხვედრა ქართული ოპოზიციისთვის პრობლემა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრები რჩება, და სხვა შემთხვევების უგულებელყოფას ცდილობენ.
ოპოზიციის განცხადებები და "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებული სტატიაა მანიპულაციურია მმართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით ლუი ჩინ ჩაოს დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდა მათი ოპონენტებისა და მედიის ნაწილის ლუსტრაცია.
ლუი ძინ ჩაოს, სავარაუდო, დაკავების შესახებ ცნობები დასავლურ მედიაში გავრცელდა. Wall Street Journal-ი და "როიტერსის" ინფორმაციით ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ივლისის ბოლოს, სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.