20 აგვისტო 2026,   12:07
ვრცლად
"გადავხედოთ, რა ურთიერთობა აქვს და რა ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ ჩინეთთან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ როგორი არქიტექტურა ლაგდება აშშ-სა და ჩინეთს შორის" - ირაკლი კირცხალია

"ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ ერთი ყველაზე მთავარი, რომ ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი და არა მხოლოდ ჩვენთვის", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ირაკლი კირცხალია საუბრობს.

ის ჩინელი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. 

“სპეკულაცია, ცრუ ნარატივების გავრცელება, არის იმ ხალხის ხელწერა, იმ აგენტურული ქსელის, რომელიც მოქმედებს საქართველოში. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ ერთი ყველაზე მთავარი, რომ ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი და არა მხოლოდ ჩვენთვის. გადავხედოთ, რა ურთიერთობა აქვს და რა ურთიერთობის დამყარებას ცდილობს ჩინეთთან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ როგორი არქიტექტურა ლაგდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, სავაჭრო პოლიტიკაზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ. ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არის ჩინეთის შიდა საქმე. უამრავ უმაღლესი თანამდებობის პირს ხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა წამყვანი და ლიდერი ქვეყნებიდან მსოფლიოში. უბრალოდ ფუჭია და ღიმილის მომგვრელია ეს სპეკულაციები, იმიტომ რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძლიერ მეგობარ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.  

"ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც "ოცნების" დელეგაციებს მასპინძლობდა", - "რადიო თავისუფლების" ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ფეისბუქში გააზიარეს.

საუბარია დიპლომატ ლიუ ძინ-ჩაოზე, რომელსაც დასავლურ მედიაში მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილავდნენ. 61 წლის დიპლომატი ჩინეთის მმართველ პარტიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კურირებდა. ის პოსტზე 2022 წელს დაინიშნა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ჰქონდა ვიზიტები 20-ზე მეტ სახელმწიფოში, თავად კი მასპინძლობდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს. 

დღის ამბები