ტურისტული სეზონის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს ჩინელი ინფლუენსერები სტუმრობენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ცნობილი ინფლუენსერები უკვე ეწვივნენ თბილისს, მცხეთა-მთიანეთს, იმერეთს, გურიას, აჭარას, შიდა ქართლსა და კახეთს.
საქართველოს გასაცნობად ჩინელი ინფლუენსერები თავიანთ გამომწერებს ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ვიდეოებს სხვადასხვა დიდ ონლაინ პლატფორმებზე გაუზიარებენ. ცნობილმა ინფლუენსერებმა და ვიდეოგრაფებმა უკვე მოინახულეს ისტორიული ძეგლები.
ჩინელი ინფლუენსერების პრეს-ტური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საკონსულტაციო კომპანია dragon trial international-ის თანამშრომლობით შედგა. მარკეტინგული კამპანიის მიზანი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.
ახალი მარკეტინგული კამპანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე მიმართულება მოიცავს. მათ შორის არის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ინფლუენსერების ვიზიტი.
ავტორი: ნიკა ადეიშვილი.