20 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
მოქმედი მერები და ახალი სახეები - სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბერს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს

თბილისის შემდეგ რეგიონები - "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 63-ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა - მოქმედი მერები და ახალი სახეები, სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბერს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტიას უალტერნატივო კანდიდატები ჰყავს.

"ქართულმა ოცნებამ", ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია თბილისის მერის კანდიდატისა და საკრებულოს მაჟორიტარების წარდგენით დაიწყო, ამ დროს კი ოპოზიცია ისევ ჩამოუყალიბებელია. ოპონენტების შანსებზე დღეს კითხვა მედიამ ირაკლი კობახიძესაც დაუსვა, რაზეც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მაქსიმუმი საკრებულოებში რამდენიმე დეპუტატის შეყვანაა. 

დღის ამბები