20 აგვისტო 2026,   12:03
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი "ქართულ ოცნებას" მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში,  -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში, „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს.

"მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი - გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს - კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით - კობა გელაძეს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები