19 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი ბალიკესირის პროვინციაში იყო. მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა. მსხვერპლის შესახებ სხვა ცნობები არ გამოქვეყნებულა.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ მოხდა.

დღის ამბები