22 აგვისტო 2026,   17:39
ვრცლად
ცნობილია, ვის მიენიჭა საარჩევნო ნომრები 4 და 5 ცესკო-ს განკარგულების თანახმად

ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ნომერი 4 მიენიჭა პოლიტიკურ სუბიექტ "ქართველ ერთობას", ნომერი 5 კი სუბიექტს "ჩვენი გაერთიანებული საქართველო". მანამდე ნომერი 4 ეკუთვნოდა "კოალიცია ცვლილებებისთვის", ნომერი 5 კი "ნაციონალურ მოძრაობას".

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს მიენიჭათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:

№1 – "მამული, ენა, სარწმუნოება"

№2 – "დემოკრატთა ალიანსი"

№3 – "კონსერვატორები საქართველოსთვის"

№4 – "ქართველ ერთობა"

№5 -"ჩვენი გაერთიანებული საქართველო"

№6 – "მესამე გზა"

№7 – „თავისუფალი საქართველო“

№8 – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

№9 – "ძლიერი საქართველო – ლელო"

N№10 − "მემარცხენე ალიანსი"

№11 –"საქართველო"

№12 – "მწვანეთა პარტია"

№13 –"საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია"

№14− "სახალხო ხელისუფლება"

№25 − "გახარია საქართველოსთვის"

№36 – "გირჩი"

№41 – "ქართული ოცნება"

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიციამ ცვლილებებისთვის" არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.

 

 

დღის ამბები