"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახალმა" საარჩევნო ნომრები დაკარგეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია. ცესკომ 17 საარჩევნო სუბიექტი უკვე დაარეგისტრირა, თუმცა საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველი ვერც 5 ნომრის ქვეშ "ნაციონალური მოძრაობას" და ვერც 4 ნომრის ქვეშ პარტია "ახალს"ვერ იხილავს. პროცედურა უკვე გაიარა ოპოზიციის მეორე ბანაკმა, "ლელომ" და გახარიას პარტიამ მარათონში მონაწილეობის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს.
რეგისტრირებულია "გირჩი" და "პატრიოტთა ალიანსიც". გამარჯვებისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლოტოტრონის პრინციპით, საარჩევნო ნომრები 5-და 4, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ახალს" ჰქონდა, სხვა პარტიებს გადაეცათ.
საარჩევნო ნომრის დაკარგვასთან დაკავშირებით, პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში" შეფასება კეთდება:
"როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ შეუპოვრები და უკომპრომისოები, როდესაც მივდივართ, რომ მივდივართ ყველაფერზე და ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობის ვრისკავთ, საარჩევნო ნომერზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული, თუ უნდათ ხუთიანის წარება, შეუძლიათ კარგად წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე. როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდა მის პატრონს. რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, კი ბატონო, წაიღონ,"- აცხადებს ლევან სანიკიძე.