რუსთავში, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია, ავთენტური იერსახის შენარჩუნებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ოთხ კორპუსში ერთდროულად მიმდინარეობს.
პროექტი, ფასადების სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას, აივნების განახლებას, დეკორატიული განათების, მოაჯირების და კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ძველი რუსთავის განახლების ფარგლებში ხორციელდება და მისი ძირითადი ნაწილი უკვე რესტავრირებულია.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 298 ათას 893 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.