ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა.
"დღეს საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია ჩვენი გმირების ხსოვნისთვის, რომლებიც დავკარგეთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით!“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.