თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროპის ნაწილს ისევ აკრიტიკებს - ვიქტორ ორბანის თქმით, თუკი ადრე ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავდა, დღეს ამ სიტყვამ შეზღუდვის და დევნის მნიშვნელობა შეიძინა.
მოსაზრებას ეთანხმება "ქართული ოცნება", განსხვავებულია შეფასება ოპოზიციაში.
"ლიბერალიზმი რჩება თავისუფლების გამოხატულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფრაზად. ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო ტენდენციას ვადევნებთ თვალ-ყურს, როდესაც პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ დევნიან განსხვავებულ აზრს, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თავი წარმოაჩინონ როგორც თავისუფლების დამცველებად. ორბანი ამ ავტორიტარიზმის გამოხატულების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კეკენაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე