21 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
"თუ შესაძლებელია ფეხბურთელები იყვნენ განხილული მერობის კანდიდატად, რატომ არ შეიძლება განვიხილოთ მომღერლები? - მერაბ სეფაშვილი შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი კანდიდატი" - თამარ კეკენაძე

"ლელო - ძლიერი საქართველო" მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მერაბ სეფაშვილს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მომღერლის პოლიტიკური რეიტინგის დასადგენად იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას კვლევა დაუკვეთეს, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი კი ახლა საზოგადოების განწყობებს სწავლობს.

აღნიშნულ საკითხზე შეფასებები გაკეთდა გიორგი გახარიას პარტიის წევრების მხრიდან.  "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თამარ კეკენაძის  განცხადებით, კონსულტაციები კანდიდატზე ჯერ კიდევ გრძელდება და მათ შორის, მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც განიხილება. 

"ამ ეტაპისთვის გრძელდება ძალიან მჭიდრო განხილვები "ლელოსთან" ერთად, იმისთვის რომ შევთანხმდეთ ძალიან საინტერესო კანდიდატზე, მათ შორის, შესაძლებელია, რომ მოიაზრებოდეს მერაბ სეფაშვილიც. თუ ერთი მხრივ, შესაძლებელია, რომ ფეხბურთელები იყვნენ განხილული მერობის კანდიდატად, რატომ არ შეიძლება, რომ განვიხილოთ ამ კუთხით მომღერლები? - მერაბ სეფაშვილი შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც თბილისელებისთვის აზრის კითხვა არის საინტერესო, თუმცა, ჩვენი მხრიდან განვიხილავთ გიორგი შარაშიძის კანდიდატურას," - აღნიშნა თამარ კეკენაძე. 

დღის ამბები