17 აგვისტო 2026,   22:06
ვრცლად
ნარკოდანაშაულების საქმე - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 პირი დააკავა

გლდანის მე-7 მიკრო რაიონში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთი პირი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 პირი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე უცხოეთის მოქალაქეა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებამ მტკიცებულებად ფარული ჩანაწერი მოიპოვა.

საქმის დეტალებზე დაკავებულების ადვოკატებს ჯერ საუბარი უჭირთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს საგანგებო ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრმა გამართა. გეკა გელაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აყვანილი 43-ვე ბრალდებული უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები, მათ ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები