19 ივნისი 2026,   12:59
ვრცლად
"უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე სახიფათო სცენარი" - ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ტრამპისა და პუტინის შეხვედრაში რისკს ხედავენ 

ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსები, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის რისკებზე საუბრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.

კერძოდ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიხკელსონმა, განაცხადა, რომ ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის დაგეგმილი შეხვედრა "უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე სახიფათო სცენარი" იქნება.

დიპლომატის თქმით, "აგრესორი პუტინისთვის დათმობები და მასთან გარიგების დადების მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული".

ცნობისთვის, 6 აგვისტოს, პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნა, რომ მას სურდა აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ვიტკოფმა ეს გზავნილი ტრამპს გადასცა, რომელმაც მხარი დაუჭირა პუტინის ინიციატივას და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მასთან შეხვედრა მომავალ კვირას იყო შესაძლებელი. 

7 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ლიდერები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ერთმანეთს. პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი უკვე შეთანხმებულია. უშაკოვმა დააზუსტა, რომ ის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები