21 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
"როცა საჯაროდ არის დამტკიცებული, რომ პოლიციელზე ფიზიკურად ძალადობს მოქალაქე, ბუნებრივია, ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. ამიტომ, ვიდრე რაღაც განცხადებას გააკეთებენ, თავიანთი ქვეყნების პროცესებს გადახედონ" - გურამ მაჭარაშვილი

"როცა საჯაროდ არის დამტკიცებული, რომ პოლიციელზე ფიზიკურად ძალადობს მოქალაქე, ბუნებრივია, ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. ამიტომ, მანამ სანამ რაღაც განცხადებას გააკეთებენ, თავიანთ ქვეყნის პროცესებს გადახედონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე,  გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავს დანაშაულებზე რიგ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი სასჯელი მოქმედებს. მისივე თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულებას და მის გადაწყვეტილებებს.

"როდესაც საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც საუბარია ისეთ მაგალითზე, როცა საჯაროდ არის დამტკიცებული, რომ პოლიციელზე ფიზიკურად ძალადობს მოქალაქე, ბუნებრივია, ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. ამიტომ, მანამ სანამ რაღაც განცხადებას გააკეთებენ, თავიანთ ქვეყნის პროცესებს გადახედონ. აღარაფერს ვამბობ გერმანიაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და სასჯელის ზომა 5 წლიდან 7 წლამდე გაზრდა მოითხოვა, ვინც ხელს აწევს პოლიციელზე. ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულებას და მის გადაწყვეტილებებს. ასევე, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ სახელმწიფოს, სადაც ის ელჩად იმყოფება,“ - აცხადებს  გურამ მაჭარაშვილი.

საუბარია განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის პრეს სპიკერის, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. განცხადებებში მითითებულია, რომ ჟურნალისტისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ისმის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდება.

 

დღის ამბები