21 ივნისი 2026,   20:35
ვრცლად
საფრანგეთში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე ოდის დეპარტამენტში გადამწვარია 16 ათასი ჰექტარი ტერიტორია. განადგურებულია ათობით კერძო საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულია 13. 

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 2 ათასზე მეტი მაშველი და 500 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

დღის ამბები