20 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
აშშ-ი ასე მკაფიოდ საუბრობდნენ "დიფ სთეითზე", ხოლო აქაური რადიკალები, რომელთაც არავინ არაფერს ეკითხება, საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია - ამით ისინი შტატებსა და მის ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ - დავით მათიკაშვილი

შეერთებულ შტატებში "რაშა გეითის" საქმის წარმოება ეტაპებს გადის - დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ახლა უკვე სასამართლოშია, თავად ტულსი გაბარდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს არაფორმალური გავლენებისა და გამოძიების პროცესში შექმნილი ხელოვნური ბარიერების შესახებ. 

"მე ჩემს საქმეს ვასრულებ — ვამხელ "დიფ სთეითის" მოქმედ სახიფათო პირებს" - ამბობს შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი.

პარალელურად, ე.წ. დიფ სთეითსა და არაფორმალურ გავლენებზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის შვილმაც, ტრამპ ჯუნიორმა. 

 "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლა ჩრდილოვან ძალებზე, მათ მსგავსად, ვაშინგტონიც საუბრობს.

"არის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიად გაასაღონ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ეს არის "ქართული ოცნების“ მოგონილი ამბავი. ამ ყველაფერს უკვე მერამდენედ დაესვა წერტილი, პირველ რიგში შეერთებული შტატებიდან. დაზვერვის სამსახურის უფროსმა ცოტა ხნის წინ ისეთი ფაქტები გამოააშკარავა, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს იმ, სამწუხაროდ, ჩრდილოვან, ოლიგარქიული ძალების ერთობას.

ასე მკაფიოდ საუბრობდნენ "დიფ სთეითზე", ხოლო აქაური რადიკალები, ვისაც პრინციპში არავინ არაფერს არ ეკითხება და უბრალოდ დავალების შემსრულებლები არიან, ისინი საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ამით ისინი შეერთებულ შტატებსა და მის ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ.

დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაჟღერდა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ წამოვიდა დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრებისგან, ზოგადად ადმინისტრაციისგან, დღეს ცდილობენ, რომ შეარბილონ ტონი და ამ ლაბირინთიდან, რომელშიც საკუთარი თავი თვითონ შეიყვანეს, გამოსავალი მოძებნონ“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები