ბრაიანს საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა კიდეც - უცხო გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. სოლო მოგზაურმა ახალი მეგობრები უკვე გაიცნო, მათ შორის - საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელებიც.
ბრაიანის მსგავსად, საქართველოში ჩამოვიდნენ სამხრეთ კორეიდან, ესპანეთიდან და ირლანდიიდან. მათ საერთო მიზანი აქვთ, საქართველოზე ბევრი სმენიათ და ახლა აქ მოგზაურობა გადაწყვიტეს.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. ბოლო 6 თვეში ტურისტული ვიზით მოგზაურობის რეკორდული რაოდენობაა, 2 300 000 ვიზიტორი აღირიცხა. საქართველოში მყოფი ტურისტების ფინანსურმა დანახარჯმა კი დაახლოებით ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმისთვის, რომ ქვეყანამ ტურისტების მოლოდინები გაამართლოს, საჭიროა, მათ რაც შეიძლება კომფორტული გარემო დახვდეთ.
2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 35,4%-ით გაიზარდა, მომსახურების სფეროში დასაქმებულები კი მომდევნო წლისთვის უკეთეს შედეგებს ელოდებიან.