პირველად სამოციანი წლების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის საზღვართან რადიოეთერი გამოირთო. ეს იყო ეთერი, რომელიც 48-ე პარალელზე უწყვეტად გადაიცემოდა. მიზანი, კიმების რეჟიმის წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელება იყო.
მიმდინარეობს ტექნიკის დემონტაჟი. სეულმა გადაწყვეტილების მიზეზად ფხენიანთან დაძაბულობის შემცირება და დიალოგის დაწყების საჭიროება დაასახელა.
ორი ქვეყანა ფორმალურად ისევ ომშია, 1950-იანების ომი არ დასრულებულა სამშვიდობო ხელშეკრულებით, დაიდო მხოლოდ დროებითი ზავი.