18 აგვისტო 2026,   12:21
ვრცლად
"ელდარ შენგელაიას კინო შედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. ვუსამძიმრებ ოჯახს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს" - შალვა პაპუაშვილი

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ელდარ შენგელაიას კინოშედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები კი, ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაიას კინოშედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
 
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს, ბატონი ელდარის დანატოვარი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ხელოვნების ისტორიაში", - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.
დღის ამბები