07 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საგურამოში, "ილიაობის" დღესასწაულზე განაცხადა.

2025-2027 წლების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლსა და ილიას მკვლელობის ადგილას აღმართულ ობელისკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია; ილიასეულ სამოურავო შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე, დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. მოეწყობა კლიმატკონტროლის სისტემა, განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები; შემუშავდება მუზეუმის საგამოფენო სივრცის ახალი კონცეფცია; აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი, კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო.

დღის ამბები