"ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად, გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მესამე ვადით ასარჩევად, ისევ მოქმედი მერი წარადგინა და საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მმართველი პარტიისთვის, რომლისთვისაც კახა კალაძე უალტერნატივოა, არ აქვს მნიშვნელობა რაზე ჩამოყალიბდებიან ოპონენტები, რადგან დარწმუნებული არიან, რომ დედაქალაქის მერი თბილისელების მხარდაჭერას მესამე ვადითაც მოიპოვებს.
"ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ აშკარად მოქმედებს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" - საბოტაჟის მიმდევრებიც და არჩევნებში ჩართულებიც. გარდა ამისა, ჩვენ ვამჩნევთ, რომ არანაირი სერიოზული პროგრამა არ გააჩნიათ, გარდა იმ რაღაც ყბადაღებული ჭორების გავრცელებისა, რომელიც ეხება კახა კალაძის საქმიანობას. თითქოს მეტროსადგურები უნდა ყოფილიყო და ფული შეიჭამა, როგორც აკრობატი ალეკო ამბობს. ასევე, ბევრი საკითხები, რომელზეც ალტერნატიული პროგრამები კი არ აქვთ, არამედ პირდაპირ გადასულები არიან დეზინფორმაციაზე და ჭორებზე", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.