18 აგვისტო 2026,   13:51
ვრცლად
ელექტროგადამცემი კაბელის დაზიანების გამო, საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - როდის აღდგება ელექტრომომარაგება სრულად

ელექტროგადამცემი კაბელის დაზიანების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "რუსთავი 2-ს" "თელასში" განუცხადეს, დაზიანების გამო, ელექტროენერგიის გარეშე 7000 ათასამდე აბონენტი დარჩა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად, 4500-მდე მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება, ხოლო დარჩენილ 2500-მდე მომხმარებელს ელექტროენერგია, დაახლოებით, 2 საათში აღუდგება.

დღის ამბები