20 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
"შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება... სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია" - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

"პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები, ხოლო დაშავებული არავინ არის.

"ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები