20 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად - ნიკოლოზ სამხარაძე

ჟენევა პარლამენტის სპიკერების მეექვსე მსოფლიო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანი საპარლამენტო ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის ხელშეწყობა და აქტიური თანამშრომლობაა.

კონფერენცია 5 წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს ლიდერები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, ეძებენ პრობლემების გადაჭრის გზებს და ახალ სამშვიდობო ინიციატივებს.

შვეიცარიაში პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება შალვა პაპუაშვილიც, რომელიც გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და კოლეგა სპიკერებს სიტყვით მიმართავს.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის შეხვედრებიც სხვა ქვეყნების სპიკერებთან.

სლოვაკეთში იმყოფება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც, ნიკოლოზ სამხარაძეც. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

"შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც, რა თქმა უნდა, არაღიარების საკითხი ნაკლებად დგას. აქ ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. გაცვალეთ ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ სლოვაკეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვქონდა გამოთქმული ის წუხილი, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყანა არასწორად აფასებს ვითარებას, თუ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ მათ და ამიტომ, ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. გვქონდა საკმაოდ გულითადი საუბარი. სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

დღის ამბები