20 აგვისტო 2026,   10:54
ვრცლად
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა - მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს უკვე შესაძლებელია.

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, წარმატებით ფუნქციონირებს როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის, ისე B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.

C ჰეპატიტის პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელი კი 98.5%-ია.

ჰეპატიტთან ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სიცოცხლის გადარჩენისთვის ჩაიტარონ B და C ჰეპატიტის სკრინინგი.

ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მიმოიხილეს პრევენციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

C და B ჰეპატიტის პროგრამით, მკურნალობის სრული კურსი დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. დღევანდელი დღე კი იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც დაავადებას ებრძვიან.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები