საქართველოში ღვინის ამერიკელი პროფესიონალები იმყოფებოდნენ. მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები.
მასტერკლასი და დეგუსტაცია თბილისშიც გაიმართა.