20 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
აშშ გახსნილად საუბრობს, რომ "დიფ სთეითის" ხელწერაა პრორუსის იარლიყი მოგაკეროს - ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ის რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი - ლევან მაჭავარიანი ზურა ჯაფარიძის წერილზე

მმართველი გუნდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს ტყუილსა და უსაფუძვლო განცხადებებში ადანაშაულებს. საუბარია კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის წერილზე, რომელშიც ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რუსეთია".

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციის განცხადებებში "დიფ სთეითის" ხელწერაა, რომელიც რუსული გავლენების იარლიყის მიკერებით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობს.

სახელისუფლებო გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს დღეს წარსულიც შეახსენა, რომლითაც დასტურდება, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში იყო გაძლიერებული რუსული გავლენები საქართველოში. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ქართული სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა იყო.

"აშშ გახსნილად საუბრობს, რომ "დიფ სთეითის" ხელწერაა პრორუსის იარლიყი მოგაკეროს. ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ის რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს, არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი. ბატონი ჯაფარიძე როდესაც რუსეთის გავლენების გაზრდაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში თუ გულისხმობს თავისი დედა პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" საქციელს, კი ბატონო, შეუძლია "ნაციონალურ მოძრაობას" ამასთან დაკავშირებით ესაუბროს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს გასხვისდა ჩვენი ყველა სტრატეგიული ობიექტი და გადაეცა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და მე ბატონი ჯაფარიძის განცხადებასაც შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას. არქივი არსებობს და ნებისმიერს შეუძლია ამოიღოს. 2012 წელს, იგი ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს და პირიქით, ამბობს, რომ ის ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს, რომ რუსული კომპანიების ხელშია საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები