22 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
საზოგადოებამ იხილა, როგორი თბილი და მეგობრული შეხვედრა გაიმართა თამარ ტალიაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის - დავით მათიკაშვილი

საქართველოს ელჩი ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიოც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის სამომავლო ურთიერთობა განიხილეს.

"საზოგადოებამ იხილა, როგორი თბილი და მეგობრული შეხვედრა გაიმართა თამარ ტალიაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის. მოკლე დროში მოგვარდა ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც უფლებამოსილების სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით იყო აუცილებელი.

ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა სახელმწიფო მდივანი, საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ეს იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

დღის ამბები