17 აგვისტო 2026,   20:25
ვრცლად
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ოდენობა გაიზარდა - რომელი მიმართულება ლიდერობს?

საზღვაო ტრანსპორტირება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წილს იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 19.5%-ით გაიზარდა, ხოლო ტვირთბრუნვამ 7 მილიონ ტონას მიაღწია.

ზრდის ტენდენცია მხოლოდ პორტებს არ ეხება — გადაზიდვების მაჩვენებელი მატულობს სარკინიგზო და საჰაერო მიმართულებებითაც. 2025 წლის იანვარ-ივნისში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდულმა კონტეინერებმა 9 393 შეადგინა, რაც 59-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, საერთაშორისო აეროპორტებიდან გადაზიდული ტვირთების მოცულობა 57.6%-ით გაიზარდა და 16.5 ათასი ტონა შეადგინა.

გაუმჯობესებულ სტატისტიკას სწორ სატრანსპორტო პოლიტიკას და ინფრასტრუქტურული პროექტებს უკავშირებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს როლი ტრანსკონტინენტურ გადაზიდვებში ძლიერდება.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც ცენტრალური დერეფნის ნაწილი, არა მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია, არამედ ლოჯისტიკური ჰაბიცაა. ქვეყანაში შესაძლებელია ტვირთვის შენახვაც და გადამუშავებაც.

დღის ამბები