"აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი როდესაც საუბრობს დაზვერვის მიმართულებით ინფორმაციაზე, ეს არის აშშ-ის შიდა პოლიტიკის საკითხი. როდესაც საუბრობს "დიპ სტეიტზე", არის აბსოლუტურად სხვა კონოტაცია, აშშ-ში არის ბიუროკრატია, რასაც ისინი გულისხმობენ", - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა, ლანა გალდავამ გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოში მართლაც არის შემოჭრილი რუსული ჰიბრიდული ოპერაციები, დეზინფორმაციითა და პროპაგანდით.
"რაც შეეხება საქართველოში ამ ტერმინის გადმოტანას, რუსული ჰიბრიდული ოპერაციები რაც არის - დეზინფორმაციით და პროპაგანდით, საქართველოში არის აქტიურად შემოჭრილი და აქტიურად მუშაობს," - აცხადებს ლანა გალდავა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები "რაშა გეითსის" გამოძიებას განაგრძობს. "ფოქს ნიუსმა" დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუდან ახალი ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ვაშინგტონში არაფორმალური ძალების წარმომადგენლები რჩებიან. მან მიმდინარე გამოძიების კონტექსტში ისაუბრა "დიპ სტეიტსა" და ხელის შეშლის მცდელობებზე.
საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსულ ჩარევებზე ბრალდებების გამოძიებას. ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ბრალდება გამოგონილი იყო, მიზანს კი ტრამპის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.