20 აგვისტო 2026,   05:48
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველომ შესამჩნევად კარგად იმუშავა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად. გამოყოფილია მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაცია და ვალის ზომიერი დონე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგებზე, ასევე, განხილულია სხვადასხვა შერჩეული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლისთვის გაკეთებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 7.2%-ის ნიშნულზეა განსაზღვრული და საშუალო ვადიან პერიოდში სრულიად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან.

ასევე აღნიშნულია ანგარიშში რომ ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, მაღალმა მაჩვენებელმა, მათ შორის 2021 წლიდან დაწყებული, წლიურად საშუალოდ 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა, უმუშევრობის და სიღარიბის შემცირება", - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.

დღის ამბები