31 აგვისტო 2026,   10:12
ვრცლად
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის ალექს რაუფოღლუს განცხადებით, სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს.

როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, ეს სენატორები არიან მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი.

"MEGOBARI აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა: რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა," - წერს ალექს რაუფოღლუ.

დღის ამბები