20 ივნისი 2026,   11:38
ვრცლად
საბერძნეთში მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი დააკავეს

საბერძნეთში ბიზნესმენი და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ვლადიმირ პლოხოტნიუკი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.

მასთან ერთად, "ინტერპოლმა" ათენში მოლდოვის კიდევ ერთი მოქალაქე აიყვანა. მედია წერს, რომ დაკავებული ყოფილი დეპუტატი, პლოხოტნიუკის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი კონსტანტინ ცუცუა.

ამ თვეში მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პლოხოტნიუკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს.

მოლდოველი ოლიგარქი ქვეყნიდან 2019 წელს გაიქცა, რადგან მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა.

დღის ამბები