10 აგვისტო 2026,   17:30
ვრცლად
ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილი და დაზიანებულია სახლები, ნათესები, დახოცილია პირუტყვი

ადიგენის მუნიციპალიტეტში, დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა.

რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

ვითარებას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა. სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

 

Open photo

 

Open photo

დღის ამბები