21 აგვისტო 2026,   04:34
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო მოგზაურებისთვის კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება - იანვრიდან ივნისამდე მიღებული შემოსავალი კი რეკორდულია და $2 მილიარდს შეადგენს

საქართველო საერთაშორისო მოგზაურებისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება.

ზოგისთვის ეს პირველი ვიზიტია, სხვებისთვის კი იქ დაბრუნება, სადაც უნიკალური ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა და სტუმართმოყვარეობა ერთხელ უკვე გამოსცადა.

ტურიზმის სექტორში აცხადებენ, რომ 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3, 8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შემოსავლების ზრდა, განსაკუთრებით ისრაელიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაფიქსირდა. მაგალითისთვის, მხოლოდ ისრაელიდან მიღებული შემოსავალი 66 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ დაკავშირებულია როგორც ტურიზმის სექტორის გააქტიურებასთან, ასევე საავიაციო მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებთან.

საქართველო კვლავ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მიღების მოლოდინშია და ზაფხულის სეზონს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.

დღის ამბები