"რუსეთი საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას იარაღად იყენებს. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ, ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვართან გადაიყვანოს," - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.
"ივნისიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია მნიშვნელოვნად გაზარდა, ძირითადად ისინი ყოფილი მსჯავრდადებულები არიან, რომლებიც საქართველოს საზღვართან გადაიყვანეს.
შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს არ აქვს საჭირო დოკუმენტები, სატრანზიტო ზონაში ჩარჩნენ.
უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ დოკუმენტების დამზადებაზე და მოლდოვის გავლით მათ უკრაინაში გადაყვანაზე.
ამ გზით უკვე ევაკუირებულია 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიცი. თუმცა, საზღვარზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება რთულ პირობებში.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და მოლდოვას მხარეებთან ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უკრაინაში გადასაყვანად. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორია პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს. ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან მივიღოთ ისინი. საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები არსებობს, სადაც ეს შესაძლებელია.
ჩვენ ამ წინადადებას რუსეთს პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ოფიციალური არხებით გადავცემთ”, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.