21 ფილმი, 18 ქვეყანა და 4000 განაცხადი - საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონი, მესტია უკვე მეხუთედ, საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი ცოტა ხნის წინ, მთის თემატიკის ფილმების მსოფლიო ალიანსში გაწევრიანდა, ორგანიზატორების თქმით, პატარა ქალაქის პატარა ფესტივალისთვის ეს დიდი აღიარებაა.
ღონისძიებას 29 ივლისს ქართველი რეჟისორის ფილმი სახელწოდებით "ნამედან სვანეთამდე" გახსნის. ნამუშევარი ათასობით კილომეტრით დაშორებული ორი ქალაქის კულტურულ დიალოგზე გვიყვება.
ფესტივალის პროგრამა წელსაც იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომელიც ალპინიზმის თემასა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.
კინო მოვლენას არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დაესწრება, მათ შორის არის კანის კინოფესტივალის ერთ - ერთი სექციის დირექტორი ელი ლევასო.
საუკეთესო ფილმებს კი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაში, უცხოელებთან ერთად, ორ ქართველი კინორეჟისორია,
ტრადიციულად, ფესტივალზე საქართველოდან "ოსკარზე" წარდგენილ საუკეთესო ფილმს აჩვენებენ, წელს მაყურებელი რუსუდან გლურჯიძის "ანტიკვარიატს" იხილავს.
ზაფხულის მთავარი კინო მოვლენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 3 აგვისტოს დაჯილდოებით დაიხურება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.