ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. საუბარია იმ რვა რეკომენდაციაზე, რომელიც ბრიუსელმა თბილისს გამოუგზავნა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერება დააანონსა.
"ქართული ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნას შანტაჟს უწოდებს. მმართველი გუნდი სვამს კითხვას - რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის კანონებთან.
ოპოზიცია კი, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
"ბურთი არის "ქართული ოცნების" მხარეს, მათგან უნდა მოდიოდეს პოლიტიკური ნება, მათ უნდა გაითვალისწინონ ის სიმძიმე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ურთიერთობების გადატვირთვა "ქართულ ოცნებას" იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მათ რეალურად გააჩნიათ პოლიტიკური ნება და გადადგამენ ნაბიჯებს ამ ნების განსახორციელებლად, გაატარებენ რეფორმებს, შეასრულებენ რეკომენდაციებს, გვახსოვს 12 რეკომენდაცია, რომელთაგანაც მეტ-ნაკლებად 3 რეკომენდაცია შესრულდა,"- აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.