20 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე საკითხებსა და სხვა გამოწვევებზე, ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინაში მიმდინარე საკითხებსა და სხვა გამოწვევებზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზადაა, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს სტამბოლში უმასპინძლოს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ანკარისა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობები და სხვა გლობალური საკითხები. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სირიის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დღის ამბები