ომი გრძელდება უკრაინაში - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დობრო-პოლიეში მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. განადგურებულია 50-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი და ათამდე საცხოვრებელი სახლი.
დრონებით თავდასხმა იყო ნიკოპოლზე. დაშავებულია სამი მეხანძრე-მაშველი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი დაიჭრა კუპიანსკში.