20 ივნისი 2026,   10:17
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

შეერთებულ შტატებში კვლავ წყალდიდობას ებრძვიან. შემთხვევა, ამჯერად ნიუ-ჯერსიში მოხდა. უხვი ნალექისა და წყალმოვარდნების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

შტატის აეროპორტებში, მაგისტრალებსა და რკინიგზაზე მასშტაბური შეფერხებებია. ძლიერმა შტორმმა ნიუ-იორკის ტერიტორიაც დააზარალა.

დღის ამბები