20 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
ექსპო გრანტი, ქართველი მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა - ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო, საერთაშორისო ფორუმი, სახელმწიფო კი მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯების 90-პროცენტს გრანტის სახით ანაზღაურებს

ორ ათეულზე მეტი ქვეყანა და 100-მდე საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა "აწარმოე საქართველოში" პროგრამის - ინდივიდუალური ექსპო გრანტის დახმარებით 60-ზე მეტმა მეწარმემ უკვე მიიღო. ექსპორტის ზრდის სტიმულირებისთვის, უწყებამ გრანტების გაცემა 2024 წელს დაიწყო. პროგრამის მიხედვით ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, მათთვის საინტერესო საერთაშორისო ფორუმი, სახელმწიფო კი მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯების 90-პროცენტს გრანტის სახით ანაზღაურებს.

შპს "კოლორ პაკი" ერთ-ერთი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც ინდივიდუალური ექსპო გრანტით უკვე ისარგებლეს. კომპანიის მენეჯმენტში ამბობენ, რომ მათი პროდუქციის საექსპორტო ბაზარი კავკასიის რეგიონის ქვეყნები და ევროკავშირია. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის დახმარებით კი, მათი თქმით, არსებული საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობა ეძლევათ.

ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია - ეკონომიკის სამინისტროში ექსპო გრანტის პროგრამის მთავარ დანიშნულებად მიაჩნიათ. მეწარმეებისთვის არჩევანის თავისუფლება და მათთვის საინტერესო ფორუმებში მონაწილეობის დაფინანსება, სამინისტროს სტრატეგიით ქვეყანაში საექსპორტო შემოსავლების ზრდის წინაპირობაა.

ექსპო გრანტის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ მეწარმეების სტიმულირებისთვის მილიონ ლარამდე უკვე დახარჯა. საკვები, სასმელი, საფეიქრო და მოდის ინდუსტრია, აიტი სექტორი - ეს ამ დროისთვის წამყვანი მიმართულებებია. დაინტერესებულ მეწარმეებს გრანტის მიღების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება ექსპორტიორთა პლატფორმაზე შეუძლიათ.

დღის ამბები