"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბოიკოტი არის ერთადერთი და ურყევი და ამის იქით გზა არ არსებობს. ბოიკოტი არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი" - ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე საუბრობს.
გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში, ანა წითლიძე ამბობს, რომ ბოიკოტის ფარგლებში, უნდა გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებში.
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბოიკოტი არის ერთადერთი და ურყევი და ამის იქით გზა არ არსებობს. ბოიკოტი არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რა უნდა გავაკეთოთ ბოიკოტის ფარგლებში, ბოიკოტის ფარგლებში ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რომ უნდა გაზარდოთ წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებში, თბილისის ქუჩებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმიტომ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში არის ის, რაც რეალურად დაასრულებს რეჟიმს და არა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ბიძინას თამაშის წესებით." - ამბობს ანა წითლიძე.