18 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", - ნათქვამია განცხადებაში.  

დღის ამბები