"ვისაუბრეთ, რომ წლევანდელი მოსავლის მიღმა, რა არის კიდევ გასაკეთებელი სამომავლოდ იმისთვის, რომ შირაქი, როგორც ბეღელი ჩვენი ქვეყნისა, უფრო მოძლიერდეს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
"გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან. წელს გამორჩეულად დიდ მოსავალს ელიან ფერმერები. უკვე რაც არის აღებული, აჩვენებს, რომ შესაძლოა, იქნება რეკორდული რაოდენობაც კი აღებული ხორბლის და ქერის. საწყისი ფასიც წელს არის საკმაოდ კარგი. ასე, რომ ამ მხრივ, ძალიან კარგი მოსავალია, კარგი განწყობაა ფერმერებში. ასევე, ვისაუბრეთ, რომ წლევანდელი მოსავლის მიღმა, რა არის კიდევ გასაკეთებელი სამომავლოდ იმისთვის, რომ შირაქი, როგორც ბეღელი ჩვენი ქვეყნისა, უფრო მოძლიერდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.