20 აგვისტო 2026,   05:53
ვრცლად
ვხედავთ, რომ 4 "ნაციონალური მოძრაობიდან" 2 "ნაციონალური მოძრაობის" გარეცხვა მიმდინარეობს, თითქოს, "ლელოელი ნაცები" და "გახარიელი ნაცები" "ნაცები" აღარ არიან - არჩილ გორდულაძე

"ჩვენ ვხედავთ, რომ პატრონების დავალებით, 4 "ნაციონალური მოძრაობიდან" 2 "ნაციონალური მოძრაობის" გარეცხვა მიმდინარეობს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძე გარე ძალების დავალებებზე საუბრობს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ პატრონების დავალებით, 4 "ნაციონალური მოძრაობიდან" 2 "ნაციონალური მოძრაობის" გარეცხვა მიმდინარეობს. მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს, "ლელოელი ნაცები" და "გახარიელი ნაცები" ნაცები აღარ არიან. მათ შორის, ეს შოუ, რომელიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს. სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს, მაგრამ რა გამოასწორებს "ნაცის" იმიჯს, რადგან "ნაცები" როგორც მორალურად, ისე მათი საქმიანობიდან გამომდინარე, არიან ძალიან დამძიმებულები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები