20 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
"ყველაფერზე აწერს ხელს, არის მცდელობა, როგორ უნდათ გააყალბონ რეალობა, ლობისტური ორგანიზაციები აფინანსებენ ამ უსამშობლო კომუნისტებს, რათა ჩვენი ქვეყანა გააშავონ" - ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

"როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქალბატონი რაისა გორბაჩოვთან ერთად "პერესტროიკის" ახალ პოლიტიკურ სისტემას გვთავაზობდა. დღეს კი, დემოკრატიის შუქურად და მორალის წამკითხველად გვევლინება. აქტიური "მამალი კომუნისტკა" ახლა გამოდის და დემოკრატიის ღირებულებებს ქადაგებს," - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იუკნევიჩიენე ცდილობს, რეალობა გააყალბოს.

"ყველაფერზე აწერს ხელს, რეზოლუციაში ჩაგვიწერა, რომ თურმე სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. არის მცდელობა, თუ როგორ უნდათ გააყალბონ რეალობა - რომ თურმე ჟურნალისტმა, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, შეუტრიალეს, ვითომ პირიქით იყო, პირიქით, შეურაცხყოფა მიაყენეს, გალახეს თურმე ჟურნალისტი. რეალობა სულ სხვა არის, ლობისტური ორგანიზაციები აფინანსებენ ამ უსამშობლო კომუნისტებს, რათა ჩვენი ქვეყანა გააშავონ," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

დღის ამბები