20 აგვისტო 2026,   01:09
ვრცლად
"აქაური რადიკალური ოპოზიციაც კი არ ამბობს ამ ცილისწამებას" - თენგიზ შარმანაშვილი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე

ყალბი ამბების გავრცელება და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ანგარიში - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე. საქართველოს შესახებ ანგარიშის ავტორმა რეზოლუციის მიღების შემდეგ, სტრასბურგში ბრიფინგი გამართა. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას სცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები ლობისტური მიზნებით, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტირებისთვის აღარაფერს ერიდებიან, მათ შორის, არც ისეთი ყალბი ამბების ტირაჟირებას, როგორიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით იუკნევიჩიანემ გაავრცელა.

"აქაური რადიკალური ოპოზიციაც კი არ ამბობს ამ ცილისწამებას. ეს არის აშკარად ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ასეთები ბევრი გვინახავს, სტრასბურგის სასამართლოშიც კი წავიდნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის გადასარჩენად და მერე აღმოჩნდა, რომ უკურნებელი სენი, როგორიც არის დემენცია თურმე არ ჰქონია. ამნაირ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ასეთი აშკარა ტყუილის გავრცელება როგორ უნდა იკადროს ევროპარლამენტის წევრმა, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ამ ჩვენს ბალტიელ დაუძინებელ მეგობრებს რაღაც ისეთი დავალება აქვთ, რომ ყველაფერს კადრულობენ," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები